კობა გვენეტაძე - ბანკს თავად არ აწყობს,რომ პრობლემური სესხი ჰქონდეს, ამიტომ, ურჩევნია კარგად განსაზღვროს, მომავალში მსესხებელი შეძლებს თუ არა გადახდას

ბანკს თავად არ აწყობს აბსოლუტურად, რომ პრობლემური სესხი ჰქონდეს. ამიტომ, ურჩევნია, რომ კარგად განსაზღვროს მომავალში მსესხებელი შეძლებს თუ არა გადახდას, მასთან ერთად შეათანხმოს გრაფიკი და ამას მიჰყვეს,-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ბანკების მხრიდან სესხების გადავადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ბანკების მხრიდან ამ 6-თვიანი დახმარების შეთავაზების გარეშე, კიდევ უფრო რთული იქნებოდა პანდემიის პერიოდის გადატანა.

„ პირველი 3-თვიანი გადავადების ფარგლებში დაახლოებით 600 000-მა მსესხებელმა ისარგებლა. ხოლო უკვე მეორე შემთხვევაში, რომელიც ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება, აქ ჩამოყალიბდა ასეთი მიდგომა,იმ პირებს, რომლებიც პანდემიის შედეგების გასანეიტრალებლად მთავრობის სოციალურ დახმარებას მიიღებენ, მათ კაპიტალიზაციას არ მოსთხოვენ ბანკები, ხოლო სხვა შემთხვევაში იქნება ბანკებთან მოლაპარაკება და ბანკები მაქსიმალურს გააკეთებენ, რომ მორგებული გრაფიკი გააკეთონ მსესხებლებთან. თუ ამ პროცესში ვინმეს უფლებები ირღვევა შეუძლია მოგვმართოს და მაქსიმალურად დავეხმარებით,“-აცხადებს გვენეტაძე.

ცნობისთვის, სებ-ის პრეზიდენტმა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიში წარუდგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა