ქუთაისში, 26 მაისის ქუჩაზე სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ქუთაისში, 26 მაისის ქუჩაზე სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინციდენტში მონაწილე ბიზნესმენის ოჯახში პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ბიზნესმენ გელა თოფურიას ადვოკატის, ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, სამართალდამცველები დაინტერესდნენ, რამდენად კანონიერ ფლობაშია იარაღი, რომლითაც რამდენჯერმე გაისროლეს.

მისი თქმით, საქმეს ჯერ არ გაცნობია და დეტალები არ იცის, რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე პირებს, მოგვიანებით გამოკითხავენ.

არსებული ინფორმაციით, გუშინ, 26 მაისის ქუჩაზე დაპირისპირება მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის დაიწყო. თვითმხილველების თქმით, ბიზნესმენი საკუთარი სახლიდან გადიოდა, რა დროსაც მეეზოვის ნივთი დაზიანდა, სიტყვიერი დაპირისპირება მალე დასრულდა, თუმცა მათი ინფორმაციით, მეორე დღეს მეეზოვის ახლობლები ბიზნესმენთან მივიდნენ, რასაც კამათი და ბიზნესმენის მხრიდან ჰაერში გასროლა მოყვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა