ე.წ კანონიერი ქურდის, „ლავასოღლის“ მხარდამჭერ აქციაზე კიდევ ოთხმა პირმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

ე. წ კანონიერი ქურდის მინდია გორაძის იგივე „ლავასოღლის“ მხარდამჭერ აქციაზე კიდევ ოთხმა პირმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
როგორც უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აცხადებს, პროტესტის მსგავს ფორმას საერთო ჯამში რვა პირმა მიმართა.
მისივე თქმით, 17 პირი, მათ შორის სამი ქალი შიმშილობს.
ბათუმის იუსტიციის სახლთან, სადაც უკვე მეოთხე დღეა მოშიმშილეები კარვებში იმყოფებიან, ერთი მოშიმშილეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მიმართავენ, რომ ხვალ მინდია გორაძის ექსტრადირება ან გათავისუფლება თუ არ მოხდება, ბათუმის ქუჩების პიკეტირებას გეგმავენ.
ცნობისთვის, მინდია გორაძე თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება.

























