ირაკლი შენგელია - ქუთაისში არსებული 43 სპორტული სკოლის სრული განახლება ეტაპობრივად მოხდება

სამწუხაროა, რომ ოპოზიციურ პარტიებს ქუთაისის მიმართ დამოკიდებულება მხოლოდ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ველზე თავის დამკვიდრების მიზნით ახსენდებათ, - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ განაცხადა, რომელიც „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის მიერ ქუთაისის სკოლა "მართვეში"არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი შენგელიამ აღნიშნა, ყველა სპორტული სკოლის მათ შორის, საფეხბურთო კლუბ "მართვეს" სრული განახლება ეტაპობრივად მოხდება.

„მოქალაქეების ინტერესებზე ზრუნვა არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირებული ბრიფინგები კი არა, მოქალაქეების ინტერესების სამსახური წლების განმავლობაში არსებულ გამოწვევებზე პასუხი და შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვის პროცესია.

მართალია, ჩვენმა ოპონენტებმა გუშინ აღმოაჩინეს სპორტულ სკოლებში არსებული ვითარება, მაგრამ მინდა ვუპასუხო, რომ ეს საკითხი შესწავლის საგანი გახდა, დღიდან ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისა. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ნაწილი კონკრეტული გეგმის სახით არის გაწერილი ბიუჯეტში, რაც, რა თქმა უნდა, სრულად ვერ იქნება მოცული ერთი ან ორი წლის ვადებში, თუმცა ეტაპობრივი ძირეული რეაბილიტაციით საშუალება გვექნება, სპორტული სკოლების ინფრასტუქტურა სრულად გარდავქმნათ თანამედროვე სტანდარტებზე. ეს პროცესი არის შეუქცევადი და ეტაპობრივად მოხდება ყველა სპორტული სკოლის სრული განახლება, რა თქმა უნდა, მათ შორისაა საფეხბურთო კლუბი "მართვეც", - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

ამასთან, მისივე თქმით, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტმა გააუქმა ის მინიმალური გადასახადი, რაც დაწესებული იყო სპორტული სკოლებისთვის და ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს აღნიშნულ სასწავლებლებს.

„სწავლის საფასურის გაუქმების შემდეგ სპორტული სკოლების კონტინგენტი 1500 ბავშვით გაიზარდა და დღეს 4 388 -ს შეადგენს. ვიმეორებ, რომ ქალაქში არსებული 43 სპორტული სკოლის ძირეული რეაბილიტაცია დაკავშირებულია ვადებთან, ეს არის დროში, შესაბამისი ბიუჯეტით გაწერილი პროცესი.

რაც შეეხება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისთვის მოსასვნებელი და სპორტული სივრცეების მოწყობას, ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის, ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს როგორც რეკრეაციული, ასევე გასართობი და სპორტული სივრცეების მოწყობა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განახლდა 32 მინი საფეხბურთო სტადიონი, აქედან 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 10 მათგანის რეაბილიტაცია", - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

აღნიშნულ კომენტარს ქუთაისის საკრებულო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს