ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 20 პირის პასუხი უარყოფითია

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 20 საკვლევი მასალიდან ,,კოვიდ-19"-ზე ყველა პასუხი უარყოფითია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, 20-დან 12 ბიოლოგიური მასალა სოფელ მუშევანში იქნა აღებული, 8 კი „ცხელების ცენტრში“ მყოფი პირებისგან, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის პერსონალიდან გეგმური კვლევის ფარგლებში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსით ინფიცირების სულ 185 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 89 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი და გეტა, კვლავ ჩაკეტილია, აღნიშნულ სოფლებში დღემდე მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე