ლევან გოგიჩაიშვილი - აუცილებლად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას - არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭიროა პოლიტიკური პარტია და ბუნებრივია, ჩვენ ვაპირებთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას

ჩვენ აუცილებლად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა პოლიტიკური პარტია და ბუნებრივია ჩვენ ვაპირებთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

გოგიჩაიშვილის თქმით, როდესაც ქვეყანა „ქართული ოცნების“ სისუსტისა და უპასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შესაძლო რევანშის წინაშე დგას, „გვერდზე დგომა იმ ადამიანების ღალატია, ვისთვისაც ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანი იყო“.

„ჩვენ წინ გველის ძალიან რთული პერიოდი. „ქართული ოცნების“ სისუსტისა და უპასუხისმგებლობიდან გამომდინარე, დღეს ქვეყანა რეალურად დგას შესაძლო რევანშის წინაშე იმიტომ, რომ ვისაც თქვენ ოპოზიციად მოიხსენიებთ, ეს ადამიანები არიან, თავის დროზე ძალაუფლებადაკარგული ხალხი, ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილი, აბსოლუტურად არანაირი სამომავლო ხედვის მატარებელი, რევანშის მოსურნე ადამიანები. ისინი აპირებენ „ქართული ოცნების“ სისუსტით ისარგებლონ და რაღაცნაირად ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ფონზე გვერდზე გადგომა, სახლში წასვლა და ტელევიზორით პროცესებისთვის თვალის დევნება არის იმ ადამიანების ღალატი, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლა. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა პოლიტიკური პარტია და ბუნებრივია ჩვენ ვაპირებთ დავაფუძნოთ პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა