მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ავტოპარკს ოთხი ერთეული მძიმე და მსუბუქი ტექნიკა გადაეცა

მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ავტოპარკს ოთხი ერთეული მძიმე და მსუბუქი ტექნიკა - საგზაო გრეიდერი, ტვირთამწე და ორი ერთეული ავტომობილი, პიკაპი გადაეცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ტექნიკა მუნიციპალიტეტებს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ასევე, მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტების ინიციატივითა და მხარდაჭერით, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადასცა.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტი აშშ-ის ევროპული სარდლობის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც საქართველოს მხარდაჭერას საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის შესაძლებლობების ამაღლებით, მათ შორის აუცილებელი აღჭურვილობის გადაცემითა და სპეციალური წვრთნებით ითვალისწინებს.

„დღევანდელი დონაცია მიზნად ისახავს მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტებისთვის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების გაზრდას, სხვა პროექტები, რომლებიც ჩვენი დახმარების ფარგლებში იგეგმება არის წყლის პროექტი სოფელ ფრეზეთში, რომელიც 3700 მოსახლეს მოემსახურება, ასევე ვაპირებთ ავაშენოთ მოხუცთა თავშესაფარი დუშეთის მუნიციპალიტეტში ,დიდ იმედს ვიტოვებ,რომ ამ და სხვა პროექტებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას მცხეთა-მთიანეთის რეგიონში“, - აღნიშნავს აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ორმხრივი ურთიერთობის ოფიცერი მაიორი კვინტინ დოლი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა