თინა ბოკუჩავა - იმედი გვაქვს, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდება და ოპოზიციის თანამონაწილეობით, მართლაც ფართო პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებულ კონსტიტუციას მივიღებთ

პატიმრობაში რჩება პოლიტპატიმარი გიორგი რურუა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის გათავისუფლდება და შემდეგ უკვე ოპოზიციის თანამონაწილეობით მართლაც ფართო პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებულ კონსტიტუციას მივიღებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისი განმარტებით, საკონსტიტუციო კანონპროექტს 2020 წლის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ ოპოზიცია მხარს მხოლოდ 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულების შემთხვევაში დაუჭერს.

„8 მარტის შეთანხმებას აქვს ორი ნაწილი. ერთი ეხება პოლიტპატიმრებს და პოლიტიკურ დევნას, მეორე კი საკონსტიტუციო ცვლილებებს. ოპოზიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ შევძლებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დავუჭიროთ იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება 8 მარტის შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ეხება პილიტპატიმრებს და პოლიტიკურ დევნას. დღემდე პატიმრობაში რჩება პოლიტპატიმარი გიორგი რურუა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის გათავისუფლდება და შემდეგ უკვე ოპოზიციის თანამონაწილეობით მართლაც ფართო პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებულ კონსტიტუციას მივიღებთ, იქამდე, რომ შემდეგი საპარალამენტო არჩევნები ჩატარდეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა