ვანის, დმანისის, სიღნაღის კულტურული მემკვიდრეობა BTU-მ გააციფრულა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, უნიკალური აღმოჩენები დმანისი და ბოლნისიდან, ვანიდან, ექსპონატები სიღნაღის მუზეუმიდან, დამთვალიერებლისთვის გაფართოებულ რეალობაში ხდება ხელმისაწვდომი.

მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები AR და 3D ფორმატში, პლანშეტებში ინტეგრირდება და მუზეუმის ვიზიტორებისთვის უნიკალური გამოცდილებას ქმნის. გაციფრულებულ ნიმუშებს შორისაა ვანში აღმოჩენილი უნიკალური ბრინჯაოს ჭრაქები და სასაკმევლე, რომლებიც ძვ.წ.აღ. III-II საუკუნეებით თარიღდება და რომელიც ვანის ახალ მუზეუმში გამოიფინება. ტექნოლოგიური პლატფორმა შეიქმნა სიღნაღის მუზეუმში გამოფენილი ნიკო ფიროსმანის ,,რთველისთვის’’, სადაც ციფრული გიდი, გაფართოებულ რეალობაში მოუთხრობს დამთვალიერებელს ვაზის კრეფის, წურვის და ლხინის კულტურის შესახებ. დმანისში აღმოჩენილი, უძველესი ჰომინიდების, მზიას და ზეზვას BTU-ს მიერ შექმნილ 3D ანიმაციას დაემატა გრძელ დისტანციაზე მორბენალი მტაცებლის, დმანისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ხმალკბილა ვეფხვის გრაფიკა, რომლის ანიმაცია, აგრეთვე ინტეგრირებულია ციფრულ პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იქნება ვიზიტორთათვის.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, პროექტის ინიცირება და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის დაწყება ერთი წლის წინ მოხდა.

„პროექტის ინიცირებიდან ერთი წლის შემდეგ ჩვენ განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რაც გულისხმობს ვანის მუზეუმიდან ბრინჯაოს ჭრაქების 3D გამოსახულებაში და გაფართოებულ რეალობაში გადატანას. სწორედ ამ ფორმით იქნება ექსპონატებინ დამთვარიელებლებისა და ტურისტებისთვის წარმოდგენილი. პროექტი ასევე მოიცავს სიღნაღის მუზეუმში დაცული ფიროსმანის ნახატის შესახებ გაფართოებულ რეალობაში ძალიან საინტერესო პლატფორმის ჩვენებას. ასევე დმანისის მუზეუმში დავიწყეთ ზეზვა და მზიას არქეოლოგიური აღმოჩენების 3D გრაფიკების შემუშავება 1 წლის წინ და ახლა ამას დაემატა უკვე ხმალკბილა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მონაპოვარია ქვეყნისთვის,“ – აცხადებს ნინო ენუქიძე.

„ჩვენი, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობაში ახალი ელემენტები შემოვიდა. დმანისისა და სიღნაღის მუზეუმში პროექტები უკვე გვქონდა განხორციელებული. ახლა კი დაემატა ვანის ანტიკური ნაქალაქარის მასალა. ძალიან მალე ვანის მუზეუმი იხსნება და იქ მოსული ვიზიტორი ორიგინალ ექსპონატებს უკვე სხვადასხვა ფორმით შეეხება და ნახავს, მათ შორის იქნება სამგანზომილებიანი გამოსახულებებიც,“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ციფრულ პლატფორმებთან ინტეგრირების მასშტაბური პროექტი სრულად ხორციელდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ, ბრიტანეთის საბჭოს და ვესმისტერის უნივერსიტეტის მხარდაჭერით. პროექტი 2019 წელს დაიწყო და ერთი წლის შემდეგ, გაზრდილი მასშტაბებით და ახალი გადაწყვეტილებებით წარადგენს ისტორიულ ექსპონატებს.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
საქართველოს რეგიონალური პოზიციონირება ყარაბაღის კონტექსტის გათვალისწინებით: ცალკეული ასპექტები
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა