”ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - ნავსადგურის თანამშრომლები, არსებულ ვითარებაში, უფრო მეტი შემართებით ახორცილებენ ტვირთების დამუშავებას

ფოთის საზღვაო ნავსადგური, როგორც ყველაზე დიდი ნავსადგური საქართველოში, წარმოადგენს ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ძირითად მაკავშირებელს და მისი შეუფერხებელი მოძრაობა უდიდესი მნიშვნელობისაა ქვეყნისა და რეგიონისთვის აღნიშნული განსაკუთრებით ცხადი COVID19 გავრცელების პერიოდში გახდა, როდესაც პანდემიამ მკაფიოდ წარმოაჩინა ლოგისტიკისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროდუქტების მიწოდების ჯაჭვის როლი,-ამის შესახებ ”ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები, არსებულ ვითარებაშიც, უფრო მეტი შემართებით ახორცილებენ ტვირთების დამუშავებას.

მაისის დასაწყისში, ”ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ #2 საოპერაციო ცვლამ მორიგი რეკორდი დაამყარა, ცვლაში გადაამუშავა რა 628 კონტეინერი, რაც 2 ამწით მუშაობის პირობებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ფოთის საზღვაო ნავსადგურის ისტორიაში.

„2 მობილური ამწით ამ რაოდენობის კონტეინერის დამუშავება თავისთავად გამორჩეული მაჩვენებელია არა მხოლოდ ჩვენი მოწყობისა და ტიპის ტერმინალებისა და პორტებისთვის, არამედ ზოგადად, ინდუსტრიისათვის, ეს მნიშვნელოვანი ციფრია,“ - განაცხადა ოპერაციების დაგეგმარებისა და მხარდაჭერის მენეჯერმა, ვახტანგ ქილიფთარმა.

ცვლის მენეჯერი ლევან მიქაბერიძე კი განმარტავს, როგორ შეძლო გუნდმა ისედაც მაღალი მაჩვენებლების ფონზე რეკორდის დამყარება.

“ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ გუნდურობა მნიშვნელოვანია და ამაში მოვიაზრებთ სწორ და მჭიდრო კომუნიკაციასაც. საერთო მიზნისკენ სწრაფვა, რესურსების თუ ძალისხმევის სათანადო მობილიზაცია, ტექნიკური საკითხების მართვა და პროცესში ჩართული ყველა მხარის გუნდური მუშაობა - ის ძირითადი ელემენტებია, რაც საბოლოო შედეგის მიღწევაში მთავარ როლს თამაშობს. გარდა იმისა, რომ წარმატებისთვის აუცილებელია საოპერაციო პროცესების მაქსიმალური სიზუსტით დაგეგმარება და თანამშრომლების მაღალი ჩართულობა, მნიშვნელოვანია ნებისმიერი შეფერხების აღმოსაფხვრელად დროული და ერთობლივი მოქმედებით, რაც განსაკუთრებით შეინიშნებოდა ამ კონკრეტულ დღეს. აღსანიშნავია, უშუალოდ ნავმისადგომზე მომუშავე თანამშრომელთა მონდომება და მოტივაცია, რამაც შესაძლებელი გახადა მიგვეღწია ამ შედეგისთვის,” - აცხადებს ცვლის მენეჯერი.

გარდა მთლიანი საოპერაციო გუნდის და სხვადასხვა ჩართული მხარეების შესანიშნავი მუშაობისა, აღსანიშნავია ამწის ოპერატორების წვლილი - საოპერაციო მონაცემების შესაბამისად, მეამწეები ამ დღეს ერთი კონტეინერის დამუშავებას რეკორდულად მცირე დროს - 1,8 წუთს ანდომებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ COVID19-ის ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში ცვლის საოპერაციო დროის 30 წუთი სავალდებულო დეზინფექციებს ეთმობა, თანამშრომლების თქმით, აღნიშნულ შედეგს მაინც ზედმეტი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე მიაღწიეს, რაც უდაოდ ქმნის სამომავლოდ შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობას.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთში, ჩვენს თანამშრომლებს სრულად აქვთ გაცნობიერებული, რომ წარმოადგენენ ტვირთების მიწოდების რგოლის ძირითად ნაწილს და რომ ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისა და რეგიონისთვის. შთამბეჭდავია იმის ნახვა, თუ რა შეუძლია პროფესიონალთა გუნდს, როდესაც ისინი ერთობლივი ძალებით მუშაობენ ამა თუ იმ დაბრკოლების აღმოსაფხვრელად. პროდუქტიულობის ეს მაჩვენებელი მათი ერთგული მუშაობის ნათელი შედეგია და გუნდური ძალისხმევით მიღწეული წარმატებაა,“ - აღნიშნავს ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორი მეთიუ რანტანენი.

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს თანამშრომლებს საქმიანობის უსაფრთხოდ და მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებაში,”-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო