აჭარის ტელევიზიასთან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც არხზე მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები იკრიბებიან.

როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, არხზე მიმდინარე პროცესებს გმობენ და სოლიდარობას იმ ჟურნალისტებს უცხადებენ, რომელსაც ახლად არჩეული დირექტორი გიორგი კოხრეიძე დევნის.

ასევე, ისინი სოლიდარობას - საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის" წევრს ალექსანდრე მილორავას უცხადებენ, რომელიც მაუწყებლის შენობასთან მერვე დღეა დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობს.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები უკანონოდ გაათავისუფლეს.

"აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის ხმაა! საზოგადოებრივი მაუწყებელი გვეკუთვნის საზოგადოებას. რაც აჭარის ტელევიზიაში ხდება, უნდა შეჩერდეს. ჟურნალისტებს თავისუფალ გარემოში უნდა უხდებოდეს მუშაობა და ტელევიზიაში თანამშრომელთა რეპრესიები არ უნდა ხდებოდეს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს