პაატა იმნაძე - ექიმები საათობით დადიან ნიღბებით, ვიტყვით, რომ ეს მათი მოვალეობაა და იარონ ასე, დაიხრჩონ, ოღონდ სხვას დისკომფორტი არ შეექმნას  - უნდა შევწუხდეთ და ვიდრე ეს დაავადება იქნება, ჩვენც უნდა ვატაროთ ნიღბები

ადამიანებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ მოეთხოვებათ სამშრიანი სამედიცინო ნიღბების ტარება,-ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, იზიარებს თუ არა მოსაზრებას, რომ ყოველდღიურად პირბადის რამდენიმე საათით ტარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, „კოვიდ19“-მა ჩვენი ცხოვრების წესი შეცვალა.

„რა თქმა უნდა, პირბადის ტარება გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. მესმის, რომ ადამიანები, მითუმეტეს არ იყვნენ მიჩვეული პირბადის ტარებას და დამატებით დისკომფორტს განიცდიან. თუ პროფესიული ვალდებულება არ არის, ადამიანს მგზავრობის დროს, მაღაზიაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უწევს ნიღბის ტარება. არამგონია, დღეში 3 საათზე მეტხანს მოუწიოს. სხვათა შორის, გაიცა განსაკუთრაებული რეგულაციები, ვისაც არა ნიღაბი, არამედ რესპირატორი უკეთია ხოლმე. მას აქვს თავისი ვადა, როცა შეიძლება ადამიანი რესპირატორით მუშაობდეს. თქვენ წარმოიდგინეთ, მოცემულ სიტუაციაში ამ ვადების დარღვევაც უწევთ ხოლმე და გაცილებით მეტია აქ პრობლემა. ამას რომ თავი დავანებოთ, კი ბატონო, ვიტყვით, რომ ეს მათი პროფესიული ვალია. ექიმები, ვინც კოვიდავადმყოფებს უვლიან და საათობით დადიან ასეთი დაცულები, ნიღბებით. კარგი, მათი შრომაც არაფრად ჩავთვალოთ, იარონ ასე, დაიხრჩონ ამ ნიღბებში, ოღონდ სხვას დისკომფორტი არ შეექმნას. ქირურგები, რომლებიც სამედიცინო ნიღაბს ატარებენ და იმისთვის, რომ ავადმყოფი გადაარჩინონ, საათობით უკეთიათ ხოლმე ნიღაბი ოპერაციის დროს. გასაგებია, პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გვაინტერესებს. სამედიცინო ნიღაბზე ვსაუბრობ და არა რესპირატორზე. ძალიან ძნელია, როცა ადამიანს რესპირატორი უკეთია“, - აცხადებს იმნაძე.

მისი განმარტებით, დამცავი ნიღბის დამზადება ადამიანებს სახლშიც შეუძლიათ.

„ადამიანს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ მოეთხოვებათ სამშრიანი სამედიცინო ნიღბების ტარება. არის ერთშრიანი, ორშრიანი პირბადეებიც. ეს არის ე.წ. საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნიღბები. მოგეხსენებათ, ბაზარზე მრავალჯერადი გამოყენების ნიღბებიც მოიპოვება, რომელიც ჩვეულებრივი დოლბანდისგან კეთდება. სხვათა შორის, სულ არ არის აუცილებელი მისი ყიდვა, შეიძლება ადამიანმა სახლშიც დაამზადოს“,-აცხადებს იმნაძე.

მისი თქმით, ვინაიდან არსებობს რისკი, რომ კორონავირუსი უსიმპტომოდ გავრცელდეს, საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის ნიღბის ტარება აუცილებელია.

„ამ დაავადებამ აჩვენა, რომ უსიმპტომოც შეიძლება იყოს. ამიტომ, უნდა შევწუხდეთ და სანამ ეს დაავადება იქნება, სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს, უნდა ვატაროთ ნიღბები იქ, სადაც რისკია იმისა, რომ ჩვენ ვიღაც სხვა ავად გავხადოთ“, - განაცხადა იმნაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ