გორში ველოსიპედით მოძრავ 6 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

გორში ველოსიპედით მოძრავ 6 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

გორში, სამეფოს ქუჩაზე ველოსიპედით მოძრავ ბავშვს მანქანა დაეჯახა. 6 წლის ბიჭი კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. მორიგე ექიმის ლევან კობახიძის განცხადებით, ბავშვს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

,,პაციენტს აღენიშნებოდა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ეკსკორაციები, დაჟეჟილობა ქვედა კიდურებზე, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ, ამბულატორიულად გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და კლინიკა დატოვა“, - განაცხადა ლევან კობახიძემ.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.