ჯო ბაიდენი - დროა,  დონალდ ტრამპი საკუთარი ბუნკერიდან გამოვიდეს და საკუთარი სიტყვებისა და ქმედებების შედეგებს შეხედოს

დროა, დონალდ ტრამპი საკუთარი ბუნკერიდან გამოვიდეს და საკუთარი სიტყვებისა და ქმედებების შედეგებს შეხედოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკა ისეთი სასტიკი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც ქვეყანაში არასდროს ყოფილა, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ვერ აცნობიერებს.

„ჩვენს ქვეყანაში ისეთი სასტიკი გამოწვევებია, როგორიც არასდროს ყოფილა, დონალდ ტრამპი კი საკუთარ თავს ტაშს უკრავს. ჩემი აზრით, მას წარმოდგენაც არ აქვს, რეალურად რა ხდება ამ ქვეყანაში. წარმოდგენა არ აქვს იმ ტკივილის სიღრმეზე, რომელსაც ამდენი ადამიანი განიცდის. დროა, საკუთარი ბუნკერიდან გამოვიდეს და საკუთარი სიტყვებისა და ქმედებების შედეგებს შეხედოს,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, მეთერთმეტე დღეა აშშ-ის ათეულობით ქალაქში ათასობით მოქალაქე რასიზმსა და პოლიციის სისასტიკეს აპროტესტებს. საპროტესტო ტალღა ქვეყანაში ქალაქ მინეაპოლისში 46 წლის ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, პოლიციის ძალადობის შედეგად დაღუპვამ გამოიწვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა