იენს სტოლტენბერგი - ნატო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება

კოვიდ 19-ის პანდემიისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ჩვენ ამ კრიზისიდან ბევრ რამეს ვისწავლით იმისათვის, რომ შემდეგში იმაზე გაცილებით სწრაფად ვიმოქმედოთ, ვიდრე ეს ამჯერად მოვახერხეთ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა,

მისივე თქმით, ალიანსი კორონავირუსის მეორე ტალღის გამკლავების გეგმაზე მუშაობს .

„ახლა კორონავირუსის მეორე ტალღის გამკლავების გეგმაზე ვმუშაობთ იმისთვის, რომ უფრო სწრაფად და ეფექტურად ვიმოქმედოთ,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მან ის ქვეყნებიც გააკრიტიკა, რომლებმაც კოვიდ 19-ის პანდემია ნატოზე თავდასხმის საშუალებად გამოიყენეს.

“რაც ჩვენ ვნახეთ ისაა, რომ ჩინეთი და რუსეთი საჯაროდ ცდილობდნენ პანდემია, კოროვირუსის კრიზისი ნატო-ს წევრებს შორის უთანხმოებისა და განხეთქილების დასათესად გამოეყენებიათ”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა