ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით პროფკავშირების პან ევროპული საბჭოს რეგიონული შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით პროფკავშირების პან ევროპული საბჭოს რეგიონული შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საბჭოს შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, ორგანიზაციის ბრიუსელის ოფისის ეგიდით მიმდინარეობდა, სადაც პანდემია, მოხსნილი რეგულაციები, რისკები და ევროპის ქვეყნებში არსებული სოციალური და ეკონომიკური ვითარება განიხილეს.

მთავარი თემა covid 19 -ის პანდემიით გამოწვეული კრიზისული ვითარება და ბევრ ქვეყანაში მოხსნილი რეგულაციები იყო.

„ირაკლი პეტრიაშვილის გაცხადებით, მისასალმებელია, რომ ევროპა ნორმალური ცხოვრების რიტმს უბრუნდება, თუმცა კვლავ რჩება პანდემიის მეორე ტალღის რისკი, რის გამოც პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, უსაფრთხოების დადგენილი ნორმების ზედმიწევნით დაცვისკენ, მათ შორის დისტანცირების და პირბადეების გამოყენებისკენ. PERC-ის მმართველი კომიტეტი წუხილს გამოთქვამს იმის გამოც, რომ რიგ ქვეყნებში რეგულაციების მოხსნა მოხდა არა პანდემიის შესუსტების გამო, არამედ ეკონომიკის კოლაფსისა და ფსკერისკენ წასვლის მიზეზით. ეს ქვეყნები ვერ ახერხებენ მოქალაქეთა სოციალურ უზრუნველყოფას და იძულებულნი არიან მაღალი რისკის შემცველი ნაბიჯები გადადგან. საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ გამოყოფილ 130 მილიარდ ევროს, რომელიც დახარჯული იქნება ევროკავშირის და ამასთანავე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მნიშვნელოვნად დასახმარებლად. ევროკავშირში პროფკავშირების პან ევროპული საბჭოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუკა ვინსენტინიმ (PERC გენერალური მდივანი,) პროფკავშირებს ევროკავშირის სპეციალური გზავნილი გადასცა. მთავრობებმა უნდა წარადგინონ დეტალური გაანგარიშება, იმისა თუ რაზე და როგორ დაიხარჯება გამოყოფილი თანხები. დეტალური სქემა და პრიორიტეტების განსაზღვრა კი მომზადებული უნდა იყოს სოციალურ პარტნიორებთან, მათ შორის პროფკავშირებთან მჭიდრო ურთიერთობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხებს ვერ მიიღებენ. გამოწვევად რჩება ბევრ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, სადაც ხელისუფლება, მემარჯვენე პოპულისტები და ხარბი კაპიტალისტები ცდილობენ covid -19-ის კრიზისის გამოყენებას საკუთარი ბნელი, ვიწრო მერკანტილური ინტერესების განსახორციელებლად. შეხვედრაზე განიხილეს არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც ავიწროებენ დასაქმებულთა ორგანიზაციებს და ერევიან პროფკავშირების საქმიანობაში. იმსჯელეს დასაქმებულთა უფლებების თვალსაზრისით ე.წ."რისკის" ქვეყნებზე, რომელთა რიცხვში მოხვდნენ უკრაინა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ყაზახეთი, უნგრეთი. ირაკლი პეტრიაშვილმა განსაკუთრებულად სთხოვა კოლეგებს მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ სომხეთის მიმართ, სადაც პანდემიის გამო შექმნილი მძიმე ვითარება უკონტროლო ხდება და დიდი საფრთხეების მატარებელია. მსჯელობა შეეხო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მანდატის გაძლიერების საკითხსაც, რაზეც დეტალურად 22 ივნისს შეთანხმდებიან”, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა