რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული მოსახლეობას “ხვამლობის“ დღესასწაულს ულოცავს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, არჩილ ჯაფარიძე მოსახლეობას “ხვამლობის“ დღესასწაულს ულოცავს. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, მოსახლეობა პანდემიის პირობებში დღესასწაულს „მოკრძალებულად“ აღნიშნავს.

"ხვამლობის" დღესასწაულს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით თქვენ, ჩემო ლეჩხუმლებო ! წელს, პანდემიის პირობებში, მოკრძალებულად გვიწევს "ხვამლობის" აღნიშვნა. ამ დღეს ხომ მთელი საქართველოდან მოეშურებიან მომლოცველები თუ ტურისტები საზეიმოდ. ლეჩხუმი ყოველთვის იქნება ყველასთვის საინტერესო მხარე, გამორჩეული ბუნებით, კულტურით, ისტორიითა და რაც მთავარია, აქ მცხოვრები სტუმართმოყვარე და ნიჭიერი ადამიანებით. ხვამლის მთა ლეჩხუმის სავიზიტო ბარათია, სიმბოლური და იდუმალია, რაც კი მას უკავშირდება. ხვამლის წმინდა გიორგი ფარავდეს ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს! " -განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა