„ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებულ სამუშაოებს აპროტესტებს

„ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებულ სამუშაოებს აპროტესტებს. პარტიის წევრის გიგა შუშანიას თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კარი გამოჭრეს, რითაც სივრცითი არეალი დაირღვა. მისი თქმით, ხელისუფლება ძეგლებს დაუდევრად ექცევა, მერია კი პასუხისმგებლობას იცილებს და აცხადებს, რომ ნებართვა კულტურული მემკვიდროების სააგენტომ გასცა.

გიგა შუშანიას თქმით, ქუთაისი ფარდულების ქალაქად გადაიქცევა.

„ჩვენ ვიმყოფებით ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილში, ეს არის პოპულარული ლოკაცია ტურისტებისთვის და „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, ამ შენობასთან ფარდული გამოჭრას. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან გაიცა ნებართვა, მერიამ კი განაცხადა, რომ მათ არ ეხებათ. უკვე მივეჩვიეთ, რომ მერიას არაფერი ეხება. მათ მხოლოდ კორუფცია და ახლობლების დასაქმება ეხებათ. გუშინ გიორგი გახარია აქ ხვდებოდა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს და არწმუნებდა, რომ მათ ხელშეწყობას ახდენდა, რეალურად კი ასე ექცევიან ქუთაისს",- განაცხადა გიგა შუშანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა