ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სოფელ გეტაში მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო პაკეტი გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ე.წ. წითელ ზონად ამ დრომდე სოფელი გეტა და მუშევენი რჩება. დღეს გეტაში მცხოვრებ 160 ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სასურსათო პაკეტები გადასცა. სასურსათო პაკეტების დარიგების პროცესში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა და დეპუტატმა გოგი მეშველიანმა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციასს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პაკეტების დარიგება ჩაკეტილ სოფელში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით განხორციელდა. ამასთანავე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ კიდევ ერთ წითელ ზონაში, სოფელ მუშევანში, მუნიციპალიტეტმა სასურსათო პაკეტები უკვე დაარიგა.

„დღეს სოფელ გეტაში ყველა ოჯახს მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი სასურსათო პაკეტები გადავეცით. სოფელი კორონავირუსის პანდემიის გამო დღემდე მკაცრ საკარანტინო ზონად რჩება და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში მოსახლეობის დახმარება. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში სოფელს წითელი ზონის სტატუსი მოეხსნება, გეტას გახსნის საკითხი არსებულ ეპიდსიტუაცუაზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა