ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებს 1000-1000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონაძემ ცხრავე მათგანი 1000-1000 ლარით დააჯარიმა და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

9 პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით იყო დაკავებული. თავის მხრივ, ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ მათ სამართალდამცავების მოწოდება არ გაუგიათ.

"ჩვენ საგზაო მოძრაობა არ შეგვიფერხებია, გზის ნაწილზე მოძრაობა გახსნილი იყო. მე სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია,- განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბიძინა ხოზრევანიძემ.

ცნობისთვის, გუშინ სარფი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე აქციის დროს 9 ადამიანი დააკავეს. ისინი მინდია გორაძის თურქეთიდან ექსტრადირებას ან გათავისუფლებას ითხოვდნენ. ბათუმის იუსტიციის სახლთან კი 17 პირი აგრძელებს შიმშილს, მათ კარვები აქვთ გაშლილი. მინდია გორაძის ოჯახის ინფორმაციით, მათ 8 ივნისს, საქართველოს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა აქვთ დანიშნული. მინდია გორაძე ამ დროისათვის თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა