ბოლნისში, თამაზ სტეფანიას ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასასრულს უახლოვდება

ევროკავშირის გრანტის დაფინანსებით თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უახლოეს დღეებში დასრულდება. პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების ფასადები რეაბილიტირდა, მოეწყო ღობეები და თითოეული მოსახლის კარები განახლდა. პროექტის სრული ღირებულება 54 300 ლარს შეადგენს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, 2018 წელს ევროკავშირის გრანტი მოიპოვა. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით გასულ წელს თამაზ სტეფანიას სახელობის ძველ გერმანულ უბანში ქვაფენილი დაიგო, მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა , სანიაღვრე ქსელი და მოეწყო ტროტუარები. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზდიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა.

„თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასასრულს უახლოვდება. დღეს სამუშაოებს ადგილზე გავეცანით. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ეს პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მას ევროპული მხარის ფინანსური მხარდაჭერით ვახორციელებთ და ისტორიული უბნის რეაბილიტაცია ჩვენს ქალაქში ტურიზმის განვითარებას ვფიქრობ ხელს უდავოდ შეუწყობს",- დავით შერაზადიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს