მოძრაობა "შემახე ამნისტიას" წარმომადგენლები საყოველთაო ამნისტიის გამოცხადებას მოითხოვენ

მოძრაობა "შემახე ამნისტიას" წარმომადგენლები საყოველთაო ამნისტიის გამოცხადებას მოითხოვენ

"შემახე ამნისტია" - ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა. მოძრაობა "შემახე ამნისტიას" წარმომადგენლები და პატიმრების ოჯახის წევრები საყოველთაო ამნისტიის გამოცხადებას მოითხოვენ. ისინი აპირებენ, რომ პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი წარუდგინონ.

"მოვითხოვთ საყოველთაო ამნისტიის გამოცხადებას, ამით ბევრ ადამიანს შეუმსუბუქდება მდგომარეობა. მოგეხსენებათ, როგორი მძიმე სოციალური მდგომარეობა და პატიმრების ოჯახის წევრებს აღარ შეუძლიათ მათი რჩენა. მეცხრე წელია, რაც "ქართულ ოცნებას" არ გამოუცია ამნისტია. პატიმრებით მოვიდნენ, ბევრი ხმაც მიიღეს და იმედია, ახლაც გამოცემენ ამნისტიას", - განაცხადა უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ.

აქცია სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. მომდევნო აქცია კი თბილისში გაიმართება.