რუსლან აბაშიძე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, შეხვედრაზე მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ის სამომავლო პროექტები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

რუსლან აბაშიძემ ექიმებს COVID-19-ის პანდემიის დროს მათი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ თავდადებისთვის, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს გამოავლინეთ. თქვენ პირველივე დღეებიდან უწყვეტად მორიგეობდით ენგურის ხიდზე და ყველაფერს აკეთებდით ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე იმყოფებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა