გიორგი ვაშაძე - ზურაბ აბაშიძის განცხადება, რომ რუსული კომპანიების მიერ პორტებით დაინტერესება საინტერესო პერსპექტივაა, ქართული სახელმწიფოს ინტერესს არ ემსახურება

“ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ზურაბ აბაშიძის განცხადება, რომ რუსული კომპანიების მიერ პორტებით დაინტერესება საინტერესო პერსპექტივაა, არის კოლაბორაციონისტული. მისი თქმით, ეს არ ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესს .

“პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადება, რომ რუსული კომპანიების მიერ პორტებით დაინტერესება საინტერესო პერსპექტივაა, არის კოლაბორაციონისტული, არ ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესს და მისი მიზანია საქართველოს მეტი ეკონომიკური დამოკიდებულება ოკუპანტ სახელმწიფოზე. ზურაბ აბაშიძე, მიუხედავად მისი დიპლომატიური გამოცდილებისა, არ იმსახურებს ნდობას იმ შემთხვევაშიც კი, როცა მან "ქართული ოცნების" ხელისუფლების ნება გაამჟღავნა. მას უნდა ესმოდეს, რომ ის არის საქართველოს წარმომადგენელი და არა ივანიშვილის ან რომელიმე მისი მარიონეტის”, - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა