აბაშაში მოძრაობის მარეგულირებელი შუქნიშანი დამონტაჟდა

აბაშის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო ავტომაგისტრალის ქალაქ აბაშის მონაკვეთზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოძრაობის მარეგულირებელი შუქნიშანი დამონტაჟდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტი რეგიონული განვითარების პროგრამების ფონდიდან 118 060 ლარით დაფინანსდა.

„ზემოთ აღნიშნული პროექტი შუქნიშნის მონტაჟთან ერთად ითვალისწინებს სადგურის მოედანზე საპარკინგე ადგილების მოწყობას და შესაბამისი საგზაო ნიშნების მონტაჟს. ასევე, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის მოწესრიგებას შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

სამუშაოებს ასრულებს შპს „გზაჯვარედინი“.

შუქნიშნის ამოქმედებამ ხელი შეუწყო ქალაქის ცენტრში ავტომანქანების მოძრაობის დარეგულირებას და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებას“ , - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო