სერგი კაპანაძე მაჟორიტარებზე - მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე თბილისზე უნდა შევთანხმდეთ, შემდეგ სხვა ოლქებში, ურბანულ ცენტრებში, სადაც ოპოზიციას დიდი შედეგი ჰქონდა, მოხდეს კოორდინირება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, საარჩევნო საკითხზე მოლაპარაკებები ყველა პოლიტიკურ ძალასთან მიმდინარეობს. იგი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები თბილისში კანდიდატებზე შეჯერდებიან.

„ჩვენ კონსულტაციები ყველა პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს და ის ახლაც მიმდინარეობს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანებში თბილისში კანდიდატები შეჯერებული იქნება. თუმცა, კონკრეტულად ამ კანდიდატებში ვინ მოიაზრება, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით იმის გათვალისწინებით, რომ კონსულტაციები არ დასრულებულა“, - აცხადებს კაპანაძე.

კითხვაზე, განიხილება თუ არა ვაკეში ელენე ხოშტარიას კანდიდატურა, სერგი კაპანაძემ უპასუხა, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს, რადგან კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ ნაწილს, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე თბილისზე უნდა შევთანხმდეთ და შემდეგ დავიწყოთ კონსულტაციები, რომ სხვა ოლქებში, სადაც წინა არჩევნებში ოპოზიციას დიდი შედეგი ჰქონდა და ეს არის ურბანული ცენტრები, იქაც მოხდეს კონსულტაცია და კოორდინირება“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა