ანონსი 8 ივნისი

ანონსი  8 ივნისი

8 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია განცხადებას გააკეთებს.

თემა: რატომ გამყარდა ლარი - როგორია პროგნოზი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებით. დღეს სავალუტო ჯიხურების მუშაობა განახლდა- რა გავლენა ექნება ამას ლარის კურსზე.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

8 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

8 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საფინანსო საკითხების ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: რატომ გამყარდა ლარი - როგორია პროგნოზი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებით. დღეს სავალუტო ჯიხურების მუშაობა განახლდა- რა გავლენა ექნება ამას ლარის კურსზე.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

8 ივნისს, 11:30 საათზე, ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „კორონავირუსი“

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

8 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

8 ივნისს, 14:00 საათზე, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტში პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

პარლამენტი. B კორპუსი, ბიუროს ოთახის წინ.

საკონტაქტო: სოსო ლაფანაშვილი - 558002009

8 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

8 ივნისს, 16:00 საათზე,პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

8 ივნისს, 16:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)