მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური სპეციალური ავიარეისით თბილისი-ლაგოსი-თბილისი, საქართველოში დაბრუნდა.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, მეზღვაურებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი დახვდა.

"მეზღვაურების გამოხსნის პროცესში და ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროცესის წარმატებით დასრულებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა გემთმფლობელმა კომპანიამ",- აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში

ცნობისთვის, 9 ქართველი მეზღვაური 30 აპრილს მეკობრეებმა გაიტაცეს, 21 დღიანი ტყვეობის შემდეგ მეზღვაურები გათავისუფლდნენ.

იხილეთ ვიდეო:მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა