ზაალ უდუმაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო და ქვემო შუახევში მოსახლეობას შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო და ქვემო შუახევში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, როგორც ადგილობრივებმა შეხვედრისას აღნიშნეს, უწყლობა, გაზიფიცირება და ინტერნეტიზაცია სოფელში დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

„მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და სოფლამდე მისასვლელი გზა თითქმის არ არსებობს. მოსახლეობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყოველი არჩევნების წინ ჰპირდებათ პრობლემების მოგვარებას, შემდეგ წლობით არავინ ჩნდება და სოფლის პრობლემა - კვლავ პრობლემად რჩება. უდუმაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა დაინტერესდეს თავისი მოქალაქეების ბედით და საკუთარი ფუფუნების ნაცვლად, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი საჭიროების მოთხოვნილებები მაინც დაუკმაყოფილოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა