ფოთში ტრაილერის მძღოლები აქციას მართავენ

ფოთში, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასული ტრაილერის მძღოლები აქციას მართავენ. შეკრებილები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ განმეორებითი ტესტის გაკეთება საკუთარი სახსრებით უწევთ.

„როდესაც რეისიდან ვბრუნდებით გვიტარდება სწრაფი ტესტი საზღვარზე, მერე გვაძლევენ 72 საათს და ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვერ ვახერხებთ ფოთში ჩამოსვლას , კონტეინერის დაცლას, ახალი რეისის ნახვას და უკან მიბრუნებას. ამდენი რამე ვერ ესწრება, რადგან მანქანები და ტერმინელებიც ძველია, ეს ტერმინელებიც ვერ ერევა ერთად მანქანებიც დაცალოს, დაახლოებით 2 დღე სჭირდება, როდესაც წითელი ხიდიდან აქამდე მოძრაობ. 2 დღის შემდეგ აუცილებლად უნდა გამოცხადდე საკარანტინე ზონაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ანაკლიასა და ბათუმში. ამ დროს თუ რამე პრობლემა ჰქონდა მანქანას, ვერ ვაკეთებთ. საკარანტინე სივრციდან რომ გამოდიხარ რეისი აღარ გხვდება და ვრჩებით ქუჩაში. ამის შემდეგ თუ რეისი გამოგვიჩნდა, ახალი რეგულაციის თანახმად, ტესტის საფასურის გადახდა თვითონ მძღოლს უწევს. მოვითხოვთ , რომ ყველა მუნიციპალიტეტმა იზრუნოს ამ საკითხის მოგვარებაზე. 72 საათში ჩვენ ამდენი საკითხის მოგვარებას ვერ შევძლებთ, ამიტომ ეს მოსაგვარებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ წავალთ უბრალოდ რეისში და გადაზიდვები შეჩერდება. პრეტენზიები გვაქვს ასევე სახლმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ “, - განაცხადა აქციის მონაწილე გია გეგიძემ.

აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლები მივიდნენ და მათი მოთხოვნები მოისმინეს.

,,ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების საკითხი. ჩვენ მოვისმინეთ მათი მოთხოვნები. ამ საკითხებს აუცილებლად მივაწვდით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და იმედი მაქვს, ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილება იქნება მიღებული,"- აღნიშნა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო