საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მიუღებელია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი აცხადებს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მიუღებელია.

როგორც ლე დრიანმა ფრანგულ გამოცემა Le Telegramme-სთან ინტერვიუში განაცხადა, აუცილებელია, ხალხს პროტესტის თავისუფლად გამოხატვის ნება მისცენ.

„მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება მიუღებელია როგორც აშშ-ში, ასევე სხვაგან,“- განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, აშშ-ში, თითქმის ორი კვირაა საპროტესტო აქციები არ წყდება. პროტესტი შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, პოლიციის ძალადობრივი ქმედების შედეგად დაღუპვას მოჰყვა. დემონსტრანტები რასიზმსა და ძალადობას აპროტესტებენ და სამართლიანობისა აღდგენასა და პოლიციის რეფორმის გატარებას მოითხოვენ. საპროტესტო აქციებზე ხშირია პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები, სამართალდამცავებმა რამდენიმე ქალაქში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენეს, აქცების დაწყების დროიდან 10 000-მდე ადამიანია დაკავებული.

იხილეთ ვიდეო:საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მიუღებელია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა