ქუთაისში რამდენიმე სპორტული სკოლის და დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისში რამდენიმე სპორტული სკოლის და დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს" ქუთაისის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე ფარიკაობის სპორტულ სკოლას და კრივის დარბაზს ესტუმრონენ და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

მათივე ინფორმაციით, ლევან კირკიტაძის სახელობის ფარიკაობის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია მოიცავს როგორც შენობის ფასადის განახლებას, ასევე ინტერიერის მოწესრიგებას. შეიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი და ჭერი, გათბობის, წყალგაყვანილობის და ელექტროობის სისტემები. სამუშაოებს შპს“ ბოუერი“ აწარმოებს, ფარიკაობის სპორტული სკოლის შეკეთებისთვის 77774 ლარია გამოყოფილი და სექტემბერში უნდა დასრულდეს.

,,სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს პუშკინის ქუჩაზე მდებარე კრივის დარბაზშიც. შენობაში სრულად შეიცვლება კარ-ფანჯრები, ამორტიზირებული ხის, მეთლახის და კაფელის იატაკები, ჭერი. განახლდება რინგის დარბაზი, გასახდელები, საშხაპეები, ანტრესოლი. კრივის დარბაზის რეაბილიტაციაზე 109961 ლარი დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ბა-ნი“ -მ სამუშაოები ოქტომბერში უნდა დაასრულოს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა