აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარაში მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

აჭარაში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, ასევე მიმდინარეობს ანგისის სპორტული ბაზის სამშენებლო სამუშაოები.

მათივე ცნობით, ბათუმში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ერთად გაეცნო. ამ ეტაპზე სპორტულ კომპლექსში მიმდინარეობს სპორტული დარბაზებისა და ტრიბუნის მოპირკეთება, სკამების მონტაჟი კი უკვე დასრულდა.

„3 400 მაყურებელზე გათვლილი, უნივერსალური სპორტული კომპლექსის ღირებულება 62 000 000 ლარია. პროექტი აჭარის მთავრობის მიერ ფინანსდება და აერთიანებს სპორტის 12 სახეობას და 10 240 მ2 ფართობის დარბაზებს, რაც იძლევა შესაძლებლობას რეგიონმა უმასპინძლოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპორტულ ჩემპიონატებს. აღსანიშნავია, რომ სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კიდევ ერთი მასშტაბური სპორტული პროექტის, ანგისის ახალი სასპორტო ბაზის, მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ანისის სასპორტო ბაზაზე აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, დასრულებულია ორი მინდვრის მოწყობა. უკვე აშენდა 80 ბავშვზე გათვლილი ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის კონსტრუქცია. მიმდინარეობს შიდა მოწყობის სარემონტო სამუშაოები. უახლოეს პერიოდში დაიწყება 2 დიდი სტანდარტული მოედნის მოწყობა ბუნებრივი და ხელოვნური მინდვრის საფარით. პროექტი 2500 ბავშვზეა გათვლილი. პროექტი კერძო ინვესტიციით ხორციელდება, დასაქმებულია 50 ადგილობრივი. სპორტული ბაზის პროექტის ღირებულება 9 მილიონი ლარია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო