ბათუმში სადეზინსექციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში სადეზინსექციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სადეზინსექციო სამუშაოები ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

„სანდასუფთავების სამსახურის მიერ ამ ეტაპზე სადარბაზოების შეწამვლა ხორციელდება. სპეციალური ხსნარით მუშავდება მწერების გავრცელების სხვა კერებიც. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის საფასური არ გადაიხადონ,”-ნათქვამია ინფორმაციაში.