„ტოიოტა ცენტრ თბილისი“ - პოპულარული მოდელების შეძენა უპრეცედენტო ფასადაა შესაძლებელი

TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ერთგულ მომხმარებელსა და „ტოიოტას“ მოყვარულებს ყველაზე პოპულარული მოდელების შესაძენად გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ უპრეცედენტო აქცია ისეთ მოთხოვნად მოდელებზე ვრცელდება, როგორიცაა: „ლეგენდარული Toyota Land Cruiser 200 - დახვეწილი დიზაინით, გაუმჯობესებული ინტერიერითა და მაღალი გამავლობით; შეუდარებელი Toyota Land Cruiser Prado - აღჭურვილი უნიკალური შესაძლებლობებითა და საიმედოობით; ელეგანტური და კომფორტული Toyota Camry / Toyota Camry Hybrid - სედანი შექმნილი უახლესი ტექნოლოგიითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით; სკულპტურული და დახვეწილი Toyota C-HR - ურბანული დიზაინის მქონე მძლავრი და ჰარმონიული ქროსოვერი“.

„მომხმარებელი, რომელიც Land Cruiser 200-ის შეძენით დაინტერესდება, „ტოიოტა ცენტრ თბილისისგან“ 18 000-ლარიან გრანდიოზულ ფასდაკლებას მიიღებს. Land Cruiser Prado-ს შემთხვევაში 12 800 ლარის ეკონომიას გასწევს, Toyota Camry-ის ან Toyota Camry Hybrid-ის შეძენისას 9 600 ლარს დაზოგავს. ხოლო რაც შეეხება Toyota C-HR-ს, ამ ავტომობილის მსურველი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ 8 000 ლარით ნაკლებს გადაიხდის.

მომხმარებელს, რომელსაც დასახელებული მოდელების უპრეცედენტო ფასად შეძენა სურს, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და წინასწარ ჩაეწეროს სასურველი ავტომობილის შესარჩევად, ტესტ-დრაივის გასავლელად, ან ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00-დან 14:00 საათამდე- მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. www.toyota-tbilisi.com

გარდა ამისა, ავტომობილის შეძენის მსურველებს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სთავაზობს ნებისმიერი სახის ონლაინ კონსულტაციას, მათ შორის TOYOTA CASCO-ს კომფორტულ სადაზღვევო შეთავაზებასთან დაკავშირებით, რომელიც სპეციალურად ტოიოტას მომხმარებლისთვისაა შექმნილი, გამოირჩევა მოქნილი პირობებითა და ხელსაყრელი სადაზღვევო პაკეტებით, მოიცავს ყველა ძირითადი რისკის დაზღვევას, ტექნიკური ასისტენტის მომსახურებასა და სხვადასხვა ბენეფიტებს.

იმ მომხმარებელს, რომელსაც თავის ავტომანქანაში ინდივიდუალური სტილის შექმნა სურს, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების კონსულტანტები მაღალხარისხისხიანი, ორიგინალი წარმოების აქსესუარების შერჩევასა და შეკვეთაშიც დაეხმარებიან. ტოიოტას ერთგული მომხმარებლისთვის აქსესუარებზე, ავტონაწილებსა და სერვისზე ფასი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ კვლავინდებურად უცვლელია.

ავტომობილის შესაძენად მისულ მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების სრული დაცვით გაუწევენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს