მარიამ ჯაში - ჩემი არჩევანი შეიძლება იყოს ჩემს სამაჟორიტარო ოლქში - სამგორის რაიონში კენჭისყრა, ასევე განვიხილავ სხვა შესაძლებლობებს

ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტია "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის" წევრის მარიამ ჯაშის განცხადებით, შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებისთვი მისი კანდიდატურა სამგორის მაჟორიტარულ ოლქში ვიხილოთ, თუმცა, აღნიშნულ საკითხზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ამასთან, როგორც მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მიმდინარე კონსულტაციებში ჩართულ პარტიებთან შეთანხმებას გამორიცხავს. მისივე თქმით, პარტიის "ამბიცია და გეგმები" მაჟოროტარობის კანდიდატების საქართველოს მასშტაბით წარდგენაა.

"პირადად ჩემი არჩევანი შეიძლება იყოს ჩემს სამაჟორიტარო ოლქში - სამგორის რაიონში დარჩენა, ასევე განვიხილავ სხვა შესაძლებლობებს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ ისევე ერთობლივი კონსულტაციებით, რომელიც არის მახასიათებელი ახლად შექმნილი ერთობის. ამ ეტაპზე ჩვენ გამოვრიცხავთ ლეიბორისტული პარტიის ოფისის ბაზაზე მიმდინარე კონსულტაციებში ჩართული პარტიებთან შეთანხმებას სამაჟორიტარო კანდიდატებთან დაკავშირებით,"- აღნიშნა ჯაშმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა