ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თუ პირბადის ტარება, ადამიანის ჯანმრთელობას კონკრეტული დაავადების გამო, საფრთხეს უქმნის, შესაძლებელია, შესაბამისი ცნობა გაიცეს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს პირბადის ტარება დაავადების ან რაიმე სხვა პრობლემის გამო არ შეუძლია, საკითხი რეკომენდაციებში უნდა გაიწეროს და თუ შესაძლბელი იქნება შესაბამისი ცნობა გაიცეს.

როგორც ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული თემა მთავრობამ უნდა დაარეგულიროს.

„ადამიანს, ვისაც გულსისხლძარღვთა დაავადება ექნება, თუ სხვა რაიმე სახის დაავადება და არ შეუძლია პირბადის ტარება, სუნთქვის პრობლემა აქვს და ეს საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, ეს რთულად გაწერადია. კანონში ჩვენ ამას ვერ გავწერთ. თუმცა ეს უნდა იყოს გათვალისწინებული რეკომენდაციებში. მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გარკვეული წესები უნდა შეიმუშავოს, თუ ასეთი ტიპის ადამიანებთან გვაქვს საქმე, ხომ არ მოხდეს რაიმე ცნობის გაცემა, რომ ყოველ ჯერზე არ მოხდეს ახსნა, ან როგორ უნდა აუხსნას ადამიანმა შესაბამის უწყებას. ამის ადმინისტრირებას ახდენს ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. როგორ უნდა აუხსნას ამ ადამიანმა უწყებას და უნდა ენდოს თუ არა უწყება ამ ადამიანს სიტყვაზე. ეს რთული იქნება, ამიტომ, ჩვენ პარალელურად ნ კონსულტაციებს გავდივართ, იმედი მაქვს, ამ კვირაში ინტენსიურად ვიმუშავებთ და მთავრობა დაარეგულირებს ამ საკითხს, თუ როგორი ტიპის ცნობების გაცემაა შესაძლებელი ან როგორ უნდა მოხდეს მათი გადამოწმება. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დავუშვათ, არასწორად მოხდა ჯარიმის გამოწერა, ამ პირებს საშუალება ექნებათ გაასაჩივრონ“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი