რუსლან აბაშიძე USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორს პიტერ უიბლერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პიტერ უიბლერმა USAID-ის მიერ საქართველოში დევნილი მოსახლეობის მონაწილეობით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და ერთობლივ პროექტებში როგორც დევნილი, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის მზადყოფნა გამოითქვა. რუსლან აბაშიძემ USAID-ის წარმომადგენელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის მიმართულებით დევნილი საზოგადოებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.

მხარეებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მასშტაბები და იქ მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

„ასევე, განიხილეს აფხაზური ენის დაცვისა და მისი პოპულარიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯები, საჭიროების შემთხვევაში USAID-ის წარმომადგენელმა მხარდამჭერ პროექტებში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა. ისაუბრეს აფხაზეთის საზოგადოების გაერთიანების აუცილებლობასა და დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ფაქტორის გაძლიერებაზე.

შეხვედრას საქართველოში USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა