ანონსი 9 ივნისი

ანონსი 9 ივნისი

9 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

9 ივნისს, 10:30 საათზე, "ევროპული საქართველოს" პარტიის ოფისში გიგი წერეთლის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები.

9 ივნისს, 11:00 საათზე, "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ფარგლებში საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ახალ გეგმას - "როგორ დავანგრიოთ საბანკო მონოპოლია და გავაიაფოთ სესხები" წარადგენს.

მის: ავალიშვილის 8

9 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

9 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

9 ივნისს, 11:30 საათზე, მამუკა ხაზარაძე ისნის რაიონული ორგანიზაციის ოფისს გახსნის. 12:00 საათზე კი "ლელოს" ლიდერები ისნის მეტროს მიმდებარე სკვერში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან

მის: ქეთევან წამებულის #82

საკონტაქტო: 577624445

9 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

პლენარული სხდომის შესვენების დროს:

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისკომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

პლენარულ სხდომაზე კენჭისყრების შემდეგ:

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი ( C კორპუსი, III სართული

9 ივნისს, 12:00 საათზე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ახალი სოციალური პროექტის, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ძველი აღთქმის პირველი წიგნის - „დაბადება“ - პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები, რომლებსაც ახალი გამოცემა საჩუქრად გადაეცემათ.

მის: გუთნის ქ. #3 (202-ე საშუალო სკოლა)

9 ივნისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

9 ივნისს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტაციაში ​ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღებისა და წესის განსაზღვრის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციას გაუძღვებიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე.

მის: ინგოროყვას ქ. 7.

9 ივნისს, 15:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის "ფეისბუქ" გვერდზე, ონლაინ განხილვა გაიმართება.