ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეებში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეებში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საცხოვრებელ სახლში ნივთების გადარჩენა ვერ შეძლეს.

დაზარალებული ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული, ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

დაზარალებულ ოჯახთან ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ, ამ დროისათვის, ზარალის შესწავლა მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა