კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად პოლონეთი 12 მაღაროს დროებით ხურავს

პოლონეთი რამდენიმე ქვანახშირის მაღაროს დროებით დახურავს, რომ მაღაროელებში კორონავირუსის გავრცელება შეაჩეროს.

ვიცე-პრემიერის იაცეკ სასინის განცხადებით, ჯამში 12 მაღარო 3 კვირით დაიხურება. ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების თითქმის 20% მაღაროელებზე მოდის. იაცეკ სასინის თქმით, ეს ქმედებები აუცილებელია, რომ საბოლოოდ შეჩერდეს ეპიდემიური აფეთქება. მისივე თქმით, მაღაროელები ამ სამ კვირაში სრულ ანაზღაურებას მიიღებენ და ქვანახშირის მიწოდებასაც საფრთხე არ შეექმნება.

მაღაროელებს კორონავირუსზე სრულ შემოწმებას ჩაუტარებენ.

შეგახსენებთ, რომ კორნავირუსის შემთხვევებმა პოლონეთში სწრაფად იმატა, შემთხვევების ორი მესამედი კი ზემო სილეზას რეგიონში მდებარე მაღაროს უკავშირდება. ბოლო მონაცემებით, პოლონეთში ეპიდემიის გავრცელების დღიდან კორონავირუსით 27 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 1 166 - გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა