ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი დაპირება, რომელიც ვაზნების ქარხნის მშენებლობა იყო, რთული, გრძელვადიანი, საშვილიშვილო პროექტია, რომელსაც ჯარს დავუტოვებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი დავალებით ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი ყუმბარმტყორცნების, ყუმბარებისა და რეკეტების წარმოებაზე მუშაობა დაიწყო.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ვაზნების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, მის მიერ გაჟღერებულ დანაპირებზე და აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ რთული პროექტია, რომელიც ტყვია-წამლის წარმოების სრულ ციკლს მოიცავს.

„ჩვენ ახლა, ჩემი დავალებით, უკვე დავიწყეთ მუშაობა ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი ყუმბარმტყორცნების, ყუმბარების, რაკეტების წარმოებაზე. ჩვენს შესაბამის და უნიკალურ ხალხს, რომელებიც იქ მუშაობენ მინდა, მადლობა გადავუხადო, რადგან მათი ღვაწლი საქართველოს წინაშე არის უაღრესად დიდი და ამ ადამიანებს, მათ ხედვებსა და გონებრივ პოტენციალს სჭირდება სწორი გამოყენება და ათვისება.

ასევე, გეტყვით, რომ ჩემი დაპირება, რომელიც იყო ვაზნების ქარხნის მშენებლობა, ეს მიმდინარე პროცესია, ეს არის საკმაოდ რთული პროექტი, ეს იქნება გრძელვადიანი, საშვილიშვილო პროექტი, რომელსაც მე დავუტოვებ ჯარს. ამას აუცილებლად გავაკეთებ. ეს უნდა იყოს ტყვია-წამლის წარმოების სრული ციკლი. მე შემეძლო ძალიან მარტივად საჩვენებლად რომ გამეკეთებინა ძალიან პატარა ზომის ასაწყობი ქარხანა, მაგრამ მე ეს შეგნებულად არ გავაკეთე, ვინაიდან, ეს არის ჩვენი ხელწერა, მე არ ვაკეთებ საქმეს იმისთვის, რომ ვიღაცამ, ან მადლობა მითხრას, ან საჩვენებელი მოდელები გავაკეთო. მე ვაკეთებ საფუძვლიანად საქმეს და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილს ყოველთვის“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა