იენს სტოლტენბერგი - რუსეთი განუწყვეტლივ განაგრძობს თავის სამხედრო მოღვაწეობას

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უახლოესი ათი წლის ნატო-ს მომავლის გეგმა წარმოადგინა, რომელშიც რუსეთის სამხედრო აქტიურობა დასახელებულია უდიდეს გამოწვევათა შორის.

„რუსეთი განუწყვეტლივ განაგრძობს თავის სამხედრო მოღვაწეობას. „ისლამური სახელმწიფო“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები გამბედაობას იკრებენ. დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ეწევიან როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სუბიექტები. ჩინეთის წამოწევა საფუძველშივე ცვლის ძალთა გლობალურ ბალანსს“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, კოვიდ-19-ის პანდემიამ მხოლოდ გააძლიერა არსებული ტენდენციები და დაძაბულობა. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ასევე მზარდმა არასამხედრო საფრთხეებმა, როგორებიცაა პანდემია, კიბერთავდასხმები, დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიები, ალიანსმა არა მხოლოდ უნდა გააძლიეროს თავისი სამხედრო თანამშრომლობა, არამედ უნდა გახდეს გაცილებით პოლიტიკური გაერთიანება.

მან ლიდერებს მოუწოდა, ერთად მჭიდრო თანამშრომლობისკენ, კონსენსუსის გაცილებით სწრაფად მისაღწევად.

„სინამდვილეში, ნატო - ეს არის ერთადერთი ადგილი, რომელიც ყოველდღიურად აერთიანებს ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას. ის, რაც ჩვენ გვინდა, ეს არის პოლიტიკური ნება, გამოვიყენოთ ნატო. მივიღოთ გადაწყვეტილება, როდესაც ეს აუცილებელია, ვიმოქმედოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის“ , - განაცხადა გენმდივანმა.

მანვე ალიანსს მოუწოდა, მიიღოს გლობალური მიდგომა, გამოწვევათა გათვალისწინებით, რომლებიც მის წინაშე დგას.

„ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა თანამოაზრე სახელმწიფოებთან, მათ შორის ავსტრალიასთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან. საჭიროა ნორმებისა და სტანდარტების დამყარება კოსმოსსა და კიბერსივრცეში, უახლეს ტექნოლოგიებში და შეიარაღებაზე გლობალურ კონტროლში და საერთო ჯამში მსოფლიოს დასაცავად, რომელიც აგებულია თავისუფლებასა და დემოკრატიაზე და არა შიშზე. ჩემი ხედვა ნატო-2030 არ წარმოადგენს ახალი ნატო-ს შექმნას. საუბარია იმაზე, რომ ჩვენი ძლიერი კავშირი კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ, ძლიერი სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა