გორში ავტომობილი ქვეით დედა-შვილს დაეჯახა

გორში, კომბინატის დასახლებაში მომხდარი ავარიისას ქვეითი დედა-შვილი დაშავდა. დაშავებულები კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. მორიგე ექიმის, ასლან ასლანიშვილის განცხადებით, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

,,ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კლინიკაში შემოყვანილია ახალგაზრდა ქალი და მისი 5 წლის შვილი, ორივე მათგანს აღენიშნება ექსკორაციები, ამ ეტაპზე, სხვა დაზიანებები არ იკვეთება, თუმცა, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ასლან ასლანიშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა