ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის ნაწილზე - საერთოდ უარი უნდა თქვან პოლიტიკაში ჩართულობაზე, სანამ იქნებიან პოლიტიკაში, მანამდე ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა

საერთოდ უარი უნდა თქვან პოლიტიკაში ჩართულობაზე , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრომ ორ ცნობილ ბრენდს ფეხსაცმელები შეუკვეთა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯარისკაცებს ეტაპობრივად მიეწოდებათ. თუმცა, ამის მიუხედავად თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები გაჟღერდა, რისთვისაც მათ პასუხი უნდა აგონ.

„მსოფლიოში სულ რამდენიმე ცნობილი ბრენდია სამხედრო ფეხსაცმელების მწარმოებელი, აქედან ორს მე დავუკვეთე პირდაპირ, ორჯერ უფრო ნაკლებ ფასად, ვინაიდან, განსაკუთრებული შემთხვევა იყო, თავდაცვის სამინისტროს შეკვეთა იყო, მათ გაითვალისწინეს სხვადასხვა ფაქტორები, ეს იყო მოლაპარაკების შედეგი. „ლოვასა“ და „ჰაიქსის“ ფეხსაცმელი დავუკვეთე, ეტაპობრივად ხდება ამის მოწოდება და შემდეგ ამ უზნეო, გარყვნილი პოლიტიკოსებისგან მე მოვისმინე იმდენად შეურაცხმყოფელი შეფასებები და ეპითეტები, რომ ამას უბრალოდ, მე უემოციოდ ვერ დავტოვებ და პასუხს მოვთხოვ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პარლამენტში სხედან. მათ პასუხი უნდა აგონ ჯარის შეურაცხყოფაზე.

მე მაგათი ბოდიში არ მაინტერესებს, ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს საზოგადოებას. მაგათ ბოდიში კი არ უნდა მოიხადონ, საერთოდ უარი უნდა თქვან პოლიტიკაში ჩართულობაზე. ეს ადამიანები სანამ იქნებიან პოლიტიკაში, სანამ გამოხატავენ არა მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების დაუოკებელ ინტერესსა თუ სურვილს, არამედ პოლიტიკაში დარჩენის სურვილს, მანამდე ამ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა. ეს არის ჩემი პოზიცია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა