ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტობას ტბებამდე მისასვლელი გზა მოეწყობა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, ცნობილ ტურისტულ ლოკაციამდე - ტობას ტბებამდე მისასვლელი გზა მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი ტობავარჩხილის გზის 10-კილომეტრიანი საფარის მოწყობას ითვალისწინებს. ახალი გზის გაჭრის პროექტს „მუნიციპალური განვითრების ფონდი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარამდეა. გზის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ახალი გზის მნიშვნელობასა და ლუგელას ხეობაში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ადგილობრივებს სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრ ჯუმბერ იზორიასთან ერთად ესაუბრა.

ალექსანდრე მოწერელიამ ხეობაში ტურისტული ობიექტებიც დაათვალიერა და 15 ივნისიდან მოქალაქეებს სამეგრელოში მოგზაურობისკენ მოუწოდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტობავარჩხილი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტია. ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს 5 უნიკალური ტბა, რომლებსაც ადგილობრივებმა ვერცხლის ტბები შეარქვეს, ხეობაში უნიკალური მღვიმეები და კანიონებია. სახელმწიფო რწმუნებულმა დღესვე მუხურში სასტუმროების მშენებლობა დაათვალიერა. სასტუმროებს კომპანია Mukhuri Resort აფინანსებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა