დონალდ ტრამპი - პოლიციის დაშლა, დაფინანსების შეწყვეტა არ მოხდება, პოლიცია ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებს, ვამაყობ ჩვენი პოლიციელებით

ჩვენი პოლიციის დაშლა, დაფინანსების შეწყვეტა და დათხოვნა არ მოხდება. ჩვენი პოლიცია სიმშვიდეში ცხოვრების საშუალებას გვაძლევს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამართალდამცავებთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ზოგჯერ იმის მსგავს საშინელებებს იხილავთ, რისი მოწმეებიც ახლახანს გავხდით, მაგრამ მათი 99% დიდებული ხალხია და მათ მიერ შესრულებული სამუშაო შეუდარებელია,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, პოლიციის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში დანაშაულის ჩადენის შემთხვევებმა იკლო.

„ქვეყანაში დანაშაულის ჩადენის შემთხვევებმა იკლო. დანაშაულის სტატისტიკის თვალსაზრისით ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო რიცხვები გვაქვს. ეს იმიტომ, რომ დიდებული სამართალდამცავები გვყავს. ვამაყობ მათით,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისათვის, პოლიციისთვის დაფინანსების შეწყვეტა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციების მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნაა. ქალაქ მინეაპოლისის საკრებულოს ცამეტი წევრიდან ცხრამ, ქალაქის არსებული პოლიციის დეპარტემენტის გაუქმებას და მის ნაცვლად სამოქალაქო უსაფრთხოების ახალი მოდელის შექმნას დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ, აშშ-ში, თითქმის ორი კვირაა საპროტესტო აქციები არ წყდება. პროტესტი ჯორჯ ფლოიდის პოლიციის ძალადობრივი ქმედების შედეგად დაღუპვას მოჰყვა. დემონსტრანტები რასიზმსა და ძალადობას აპროტესტებენ და სამართლიანობისა აღდგენასა და პოლიციის რეფორმის გატარებას მოითხოვენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა