აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჯორჯ ფლოიდის ოჯახის წევრებს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯორჯ ფლოიდის ოჯახის ადვოკატმა, ბენჯამინ კრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.
“ამერიკის ჭრილობების მოშუშება ერთმანეთის მოსმენით დაიწყება. ეს არის ის, რაც ჯო ბაიდენმა გააკეთა : ის ერთ საათზე მეტი ხნის მანძილზე უსმენდა ჯორჯ ფლოიდის ოჯახის წევრებს, მათი ტკივილი და მწუხარება გაიზიარა,“- წერს კრამპი.
შეგახსენებთ, აშშ-ში, საპროტესტო აქციები არ წყდება. პროტესტი 46 წლის ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, პოლიციის ძალადობრივი ქმედების შედეგად დაღუპვას მოჰყვა. დემონსტრანტები რასიზმსა და ძალადობას აპროტესტებენ და სამართლიანობისა აღდგენასა და პოლიციის რეფორმის გატარებას მოითხოვენ.