სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ ევროსაბჭოს ესეების კონკურში პირველი ადგილი დაიკავა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ბერდია ალხიძემ ევროსაბჭოს მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურში „მე ვირჩევ თანასწორობას“ პირველი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ესეების კონკურსი საქართველოში ეთნიკური მრავალფეროვნების და თანასწორობის კამპანიას და ამ საკითხებზე ცნობადობის ამაღლებას ეხებოდა. ბერდიას გამარჯვება მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ პირადად, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიულოცეს და წარმატება უსურვეს.

„დღეს გავიცანით ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ბერდია ალხიძე, რომელმაც გვასახელა და პირველი ადგილი დაიმსახურა, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი თუ როგორ მაღალ დონეზე დგას ჩვენს რეგიონში განათლება, განებივრებულები ვართ ჩვენი ახალგაზრდების წარმატებით, აქ არის განსაკუთრებული საზოგადოება, მწერლობის, ხელოვნების, პოეზიის მოყვარული და გასაკვირი არ არის, რომ ამ გარემოში გაზრდილ ახალგაზრდას შეუძლია მაღალ იდეალებზე, საინტერესო თემებზე თავისუფლად საუბარი. ვამაყობთ მისით, მისი ოჯახით, პედაგოგებით, იმ სოციუმით სადაც ის მოღვაწეობს და იმედია, რომ კიდევ ბევრ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინოს ჩვენი რეგიონი,“ - აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ შეხვედრისას.

ბერდია ალხიძე კონკურსის პრიზიორის რანგში ქალაქ სტრასბურგში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა