საბერძნეთის პოლიციამ მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის პოლიციამ და ემიგრაციის მართვის დეპარტამენტმა, მიგრანტების არალეგალურად გადაყვანის ბრალდებით საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებულს, რომელსაც მართვის მოწმობა არ აღმოაჩნდა და „სახიფათოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობდა“, ავტომობილით 13 ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა, რომლებსაც საბერძნეთში ლეგალურად ყოფნისთვის საჭირო დოკუმენტაცია არ გააჩნდათ.

სამართალდამცავების განცხადებით, მძღოლმა პოლიციას დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია.

მიგრანტების არალეგალურად გადაყვანასთან ერთად, დაკავებულს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საგზაო წესების დარღვევა და თაღლითობა ედება.

იხილეთ ვიდეო: საბერძნეთის პოლიციამ მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა